-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლაბარტყავა ნუნუ ამირანის ასული (12. X. 1954. თბილისი). ქიმიკოსი, ქიმიის აკად. დოქტორი (2003). დამთავრა საშ. სკოლის (1971); თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971-1976); მუშაობდა საპროექტო ინ-ტში „საქსახწყალპროექტის“ წყალ-ნიადაგ-გრუნტის ლაბ-ში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე (1977-1990); თსუ-ის ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის კათედრაზე ლაბ-ის გამგედ (1990-2006); თბილ. წყალთამეურნეობის ინ-ტის გარემოს დაცვის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომელად (2006-2007); თსუ-ის ფიზ. და ანალიზური ქიმიის ლაბორ. გამგის თანამდებობაზე. ლ. ნ. მონაწილეობდა თანამედროვე საინჟ.-ტექნოლ. და ბუნების დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნ. -პრაქტ. კონფერენციის მუშაობაში (2016, ქუთ); სამეცნ.-საგრანტო პროექტებში: „სამეგრელოს რ-ის ჩხოროწყუსა და ხობის რ-ებში ზედაპირული და გრუნტის წყლების, ნიადაგებისა და კულტივირებულ მცენარეთა საოფ.-სამ. წყაროებიდან დაბინძურების მონიტორინგი“ (მეცნიერ-თანამშრომელი, 2005-2006); სესფ გრანტი „ტრასეკას დერეფანში მთის ფერდობების შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (მეცნიერ-თანამშრომელი, 2008-2009). ლ. ნ. არის სამეცნ. ნაშრომის ავტორი: “Arsenic in Soils and Plants Food Products of Mining and Processing Region of Arsenic Sulphide Ore in Georgia” (Annals Of Agrarian Science. 2010, vol 8, №4); „Results of microelement composition of tea” (Annals Of Agrarian. 2013, Science,vol. 11, №3); “Results of physical-chemical study of tea and its extracts” (Annals Of Agrarian Science. 2014, vol. 12, №1); “ზოგიერთი სახეობის სუნელ-სანელებლის ანალიზური კვლევა კადმიუმის და სპილენძის შემცველობაზე“ (საქართვ. ქიმ. ჟურნ., 2016, ტ.16, №1). იგი იყო რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ.
თხზ.: ლაბარტყავა, ნ. (თანაავტორი). (2006). Мышьяк в окружающей среде Грузии. თბ., უნ-ტის გამ-ბა.